”სითი სთარი” - ახალი, კომფორტული, ბიზნეს კლასის სასტუმროა. ის მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ზღვასთან ახლოს. სასტუმროში თქვენთვის გარანტირებულია მშვიდი და მყუდრო გარემო სასიამოვნო დასვენებისა და საქმიანი ვიზიტისთვის. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. სასტუმრო შედგება 27 ნომრისგან. აქედან 2 ლუქსია, 2 ნახევრად ლუქსი, 19 სტანდარტული და 4 პატარა ნომერი. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი და აბაზანა. ნომრები აღჭურვილია კონდიციონერებით, გათბობის სისტემით, უფასო ინტერნეტით და სატელიტური ტელევიზიით. აგრეთვე სასტუმროში ფუნქციონირებს
რესტორანი და ბარი. სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმე და ავტოსადგომი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
სასტუმრო ”სითი სთარი”-ში
